ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამშვიდობო პროცესი სირიაში


Video footage from Syria June 12, 2012
აჰმად ფავზი, გაეროს საგანგებო დესპანის სპიკერი, აცხადებს, რომ სირიის საკითხებისადმი მიძღვნილი გეგმა ახალი ინიციატივის შემუშავებას არ ითვალისწინებს. საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფი კვლავ ბატონი კოფი ანანის მიერ შეთავაზებული ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმის დანერგვას და მის განმტკიცებას ისახავს მიზნად. ჯგუფი შეეცდება სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის, ხელისუფლება და ქვეყნის ოპოზიცია გეგმის შესრულების აუცილებლობაში დაარწმუნოს.

მისი დანერგვის მიზნით შევეცდებით დაპირისპირებულ მხარეებზე დიდი გავლენის მქონე წევრ ქვეყნებს გეგმის მნიშვნელობა ავუხსნათ. შეხვედრის მიზანი შეუქცევადი სამშვიდობო პროცესის დაწყება, მკვლელობების შეწყვეტა და გარდამავალი პოლიტიკური ეტაპისთვის ხელის შეწყობა გახლავთ“ - აცხადებს სპიკერი.

სირიაში ძალადობის ესკალაცია გრძელდება. გაერო სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც 15-თვიანი კონფლიქტის შემაძრწუნებელი ფაქტები, მათ შორის ბავშვების მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკეა დაფიქსირებული.

ჯერჯერობით საკონტაქტო ჯგუფის წევრთა ვინაობა და შეხვედრის ზუსტი თარიღი არ ხმაურდება. სირიის უახლოესი მოკავშირე, რუსეთი დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რათა მან საკუთარი გავლენა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ მიმართოს და პრეზიდენტი ასადი გაეროს სამშვიდობო გეგმის დაცვაში დაარწმუნოს.

სირიაში ძალადობის ესკალაცია გრძელდება. გაერო სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც 15-თვიანი კონფლიქტის შემაძრწუნებელი ფაქტები, მათ შორის ბავშვების მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკეა დაფიქსირებული. ანგარიშის ხელმძღვანელი გაეროს საგანგებო წარმომადგენელი, რადიკა ქუმარსვამი, აღნიშნავს, რომ ბავშვები სატუსაღოებში ხშირად წამების ობიექტები ხდებიან. სირიის სამთავრობო არმია მათ სამხედრო ტექნიკის წინ აყენებს და ცოცხალ ფარად იყენებს, რათა თავი ამბოხებულებისგან დაიცვას. ანგარიში თავისუფალი სირიის არმიასაც აკრიტიკებს, რომელიც ბავშვებს ფრონტის წინა ხაზზე სამედიცინო და სხვა სახის მომსახურებისთვის აგზავნის და ამით არასრულწლოვანთა სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს.

კოფი ანანის სპიკერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას ყოველი ღონე იხმაროს, რათა სირიაში მიმდინარე განუკითხაობას ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს:

სწორედ ამიტომ მოიწვია ბატონმა კოფი ანანმა გავლენიანი მთავრობები, რათა მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე შედგეს. რათა ისინი შეეცადონ დაპირისპირებულ მხარეებზე რაც შეიძლება მეტი გავლენა მოახდინონ, რომ ბოლოს და ბოლოს სამშვიდობო გეგმა წარმატებით განხორციელდეს“ - განაცხადა მან.

აჰმად ფავზის თქმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიუკერძოებელია და რომელიმე მხარეს დადგომას არ ცდილობს. გაეროს სჯერა, რომ ძლიერი და გავლენიანი მთავრობა ქმედითი ნაბიჯებით ძალადობის შეჩერებას შეძლებს. ამ შემთხვევაში კი ძლიერი მხარე სირიის მძიმედ შეიარაღებული ხელისუფლებაა - აღნიშნა მან.
XS
SM
MD
LG