ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს გამომძიებლებს გარეუბან დუმაში შესვლამდე ცეცხლი გაუხსნეს


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჯგუფს, რომელიც სირიის დედაქალაქის დამასკოს გარეუბან დუმაში, სავარაუდო, ქიმიური იარაღის გამოყენების გამოსაძიებლად მიდიოდა, ცეცხლი გაუხსნეს.

ჯგუფის არც ერთი წევრი არ დაშავებულა. ინციდენტის გამო, მათი ავტოკოლონა დამასკოში დაბრუნდა.

ამასთან, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წევრები დღემდე ელოდებიან ნებართვას დუმაში შესასვლელად. მათი მიზანიც იმის დადგენაა, იქნა თუ არა გამოყენებული ქიმიური იარაღი დუმაში სამოქალაქო პირების წინააღმდეგ, რასაც ათობით ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.

ორგანიზაციის წევრების დუმაში ჩასვლასთან დაკავშირებით დაბნეულობა შეიქმნა. სირიის სამთავრობო ტელევიზიამ და მოხალისეების ორგანიზაციამ “თეთრი ჩაფხუტები” სამშაბათს განაცხადეს, რომ ქიმიური იარაღის ექსპერტები დუმაში იმყოფებოდნენ. თუმცა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჰედერ ნაუერტმა ჯგუფის დუმაში ჩასვლა არ დაადასტურა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG