ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთი გამოძიებას ართულებს


სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ქიმიური იარაღის მონიტორინგის საერთასორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ქალაქ დუმაში, იმ ადგილას ჩავიდნენ, სადაც აპრილის დასაწყისში სავარაუდოდ, ქიმიურმა თავდასხმამ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. "ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის" წარმომადგენლებს ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს საერთაშორისო დამკვირვებლებს სირიაში ქიმიური თავდასხმის გამოძიებაში ხელი შეუშალოს. დეპარტამენტის თქმით, რუსეთი ამას სპეციალისტებისთვის ადგილზე მუშაობის საქმის გართულებით აკეთებს.

„მათ, ალბათ, უნდათ ამის გაკეთება იმიტომ, რომ აცნობიერებენ, რაც უფრო დიდხანს იქნება ეს ტერიტორია შეუმოწმებელი, უფრო და უფრო მეტი ქიმიური ნივთიერება შეიძლება გაქრეს“, თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ჰედერ ნაუერტმა გუშინ.

„ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის“ გამომძიებლები სირიაში შაბათს ჩავიდნენ, მაგრამ ამ დრომდე მათ შესაძლებლობა არ ეძლეოდათ დუმაში სამუშაოები დაიწყოთ. რუსეთის მთავრობის წევრები ამბობდნენ, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილზე მუშაობას ოთხშაბათს დაიწყებდნენ.

რუსული მხარის თქმითვე, ამ პროცესის გაჭიანურება ამერიკის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის მიერ განხორციელებული ერთობლივი თავდასხმის ბრალია და ასევე ეს პროცესი არ იყო ბოლომდე დადასტურებული გაეროს უსაფრთხოების დეოარტამენტის მიერ. თუმცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ამ განცხადებას უარყოფენ და ამბობენ, რომ მათ არანაირი მითითება არ მიუციათ ორგანიზაციის წევრებისთვის, რომ დუმაში ჩასვლისგან თავი შეეკავებინათ. გაეროს პრეს-სპიკერის თქმით, სირიაში ჩასულ სპეციალისტებს სამუშაოს შესასრულებლად საჭირო მანდატი და ნებართვები აქვთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG