ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპი: აშშ-მა სირიის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები დაიწყო


პარასკევ საღამოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთთან ერთად სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაცია დაიწყო.

პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, საჰაერო თავდასხმები სირიის მთავრობის ქიმიური არსენალის განადგურებას ისახავს მიზნად.

გასულ კვირას, სირიის ქალაქ დუმაში საჰაერო თავდასხის შედეგად ორმოცამდე ადამიანი დაიღუპა და ასობით მოიწამლა. აშშ და მისი მოკავშირეები ირწმუნებიან, რომ სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა.

სააგენტო "ფრანს პრესის" ინფორმაციით, შაბათს გამთენიისას დამასკოში ძლიერი აფეთქებები ისმოდა.

პრეზიდენტმა ტრამპმა ალ-ასადის მომხრე რუსეთსა და ირანს ბრალი დასდო, რომ მათ სირიის მთავრობას ქიმიური იარაღის გამოყენებაში ხელი არ შეუშალეს.

"ასადის უკანასკნელი თავდასხმა და დღევანდელი რეაქცია რუსეთის ქმედებების პირდაპირი შედეგია," თქვა ტრამპმა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG