სირიის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ ჰამას პროვინციის ორ სოფელში დანაღმული ავტომობილები აფეთქდა, რომლის დროსაც 18 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის 11 მცირეწლოვანი ბავშვია.
სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ინციდენტის დროს 50 ადამიანი დაშავდა. ორივე სოფელს ხელისუფლება აკონტროლებს და მოსახლეობა პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მხარდამჭერი სექტის - ალავიტების მიმდევრები არიან.
ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩმა“ დაადასტურა ზემოხსენებული აფეთქებები, თუმცა მათი ინფორმაციით, ინციდენტის დროს 14 ადამიანი დაიღუპა.
აფეთქებებზე პასხუსიმგებლობა ჯერჯერობით საკუთარ თავზე არავის აუღია, თუმცა ანალოგიურ აფეთქებებზე პასუხისმგებელი ძირითადად ალ ყაიდის დაჯგუფება არის.
სამშაბათს ანალოგიური აფეთქებები მოხდა ჰომსის ალავიტების დასახლებაში, სადაც 100 ადამიანი დაიღუპა. ამ კვირას საჰაერო შეტაკებები განახორციელეს ოპოზიციურმა დაჯგუფებებმა ალეპოშიც, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა.