ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ძალადობას მსხვერპლი მოჰყვა


სირიის შეიარაღებული ძალები ალეპოში ე.წ. კასრის ბომბების გამოყენებას აგრძელებენ

დღეს დამასკოს ცენტრში აფეთქებები მოხდა, რომელმაც 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაჭრილია 50.

ბრიტანეთში ბაზირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სირიის ობსერვატორიის საბოლოო ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობამ 17-ს მიაღწია.

სირიის მთავრობა ტერორისტებს უწოდებს ამბოხებულებს, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ძალაუფლებიდან გადაგდებას ცდილობენ.
ორგანიზაცია ჰიუმან რაითს ვოჩი აცხადებს, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციიის მიუხედავად, სირიის შეიარაღებული ძალები ალეპოში ე.წ. კასრის ბომბების გამოყენებას აგრძელებენ.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ თებერვალში გაეროს საბჭომ წარმოადგინა ამბოხებულთა მიერ მართულ ალეპოში 85 ბომბის აფეთქების ფაქტი, რომელმაც სავალალო შედეგები გამოიწვია.
XS
SM
MD
LG