ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალეპოს ციხეს ხელისუფლება აკონტროლებს


პრეზიდენტ ასადის მხარდამჭერები რამდენიმედღიანი იერიშის შემდეგ, ალეპოს მთავარი ციხის ტერიტორიაზე შევიდნენ

სირიაში სამთავრობო ძალებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს. უფლებადამცველების ცნობით, პრეზიდენტ ასადის მხარდამჭერები რამდენიმედღიანი მასშტაბური იერიშის შემდეგ, ქალაქ ალეპოს მთავარი ციხის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ჩრდილოეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის ციხის კომპლექსი თითქმის ერთი წელია ალყაშია მოქცეული. ამბოხებულთა რამდენიმე კონტრიერიში, რომელიც მიზნად ალეპოში დატყვევებულთა გათავისუფლებას ისახავდა, უშედეგოდ დასრულდა. ციხეში 3 500 პატიმარია.

პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ სირიაში 2011 წელს დაწყებული ანტისამთავრობო გამოსვლები სრულმასშტაბიან სამოქალაქო ომში გადაიზარდა. დღეს სირიაში დაღუპულთა რიცხვი 150 ათასს აღწევს.
XS
SM
MD
LG