ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში, დეირ ეზორის პროვინციაში საჰაერო შეტევის შედეგად, 54 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები და მშვიდობიანი მოსახლეობა.

ლონდონში ბაზირებული ადამიანის უფლებების დამცველი "სირიული ობსერვატორია" აცხადებს, რომ საჰაერო თავდასხმის სამიზნე ერაყის საზღვართან მდებარე ყინულის ქარხანა იყო, რომელსაც ადგილობრივები აფარებდნენ თავს.

სირიული სამთავრობო სააგენტო "სანა" იერიშში შეერთებული შტატების მიერ წარმართულ კოალიციას ადანაშაულებს.

კოალიციამ "ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებული ტერიტორიები წარსულში არა-ერთხელ დაბომბა. დაჯგუფების წინააღმდეგ ბვრძოლაში კოალიციის გვერდით არიან ქურთი მებრძოლები, საჰაერო ოპერაციებში მონაწილეობს ერაყის საჰაერო სამხედრო ძალები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG