ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტი: შეერთებულ შტატებს სირიაში სასიცოცხლო მნიშვნელობის როლი აქვს


საფრანგეთის პრეზიდენტი, შეერთებულ შტატებში სახელმწიფო ვიზიტით ყოფნისას პრეზიდენტ ტრამპს შეხვდება და იმედოვნებს, რომ მას დაარწმუნებს, რომ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების დამარცხების შემდეგაც კი, სირიაში შეერთებული შტატების ყოფნა საჭიროა და ევროკავშირისთვის ალუმინის და ფოლადის ტარიფებზე გამონაკლისი უნდა დაუშვას.

შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე, პარიზში, „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მაკრონმა თქვა: „ომის შემდეგ ჩვენ ახალი სირია უნდა ავაშენოთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატების როლი ძალიან მნიშვნელოვანია“.

ტრამპმა ადრე გამოაცხადა, რომ სირიიდან დაახლოებით 2 ათასი ამერიკელი სამხედროს, რაც შეიძლება სწრაფად გამოყვანა სურს.

მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმება უნაკლო არ არის, მაგრამ უკეთეს ვარიანტს ვერ ხედავს და ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეზღუდვის გზებზე მუშაობის პროცესში, არსებული შეთანხმების შენარჩუნება სურს.

მაკრონის ვიზიტის გეგმაში, ოთხშაბათს კონგრესში სიტყვით გამოსვლაც არის ჩანიშნული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG