ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფხაზები სირიიდან მუჰაჯირების შთამომავლებს ელიან


აფხაზ სეპარატისტთა ე.წ "საგარეო უწყება", სირიაში შექმნილ უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისს გამოეხმაურა და მზადყოფნა გამოთქვა, აფხაზური ფესვების მქონე სირიის მოქალაქეებს, ოკუპირებულ აფხაზეთში რეპატრიაციის პროცესში დახმარება აღმოუჩინოს.

ადამიანები სირიიდან, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ქართველი აგრესორების განდევნაში 1992-93 წლებში, არ უნდა დარჩნენ ჩვენი ყურადღების გარეშე, მათთვის მძიმე დღეებში“

სეპარატისტული სოხუმმა განაცხადა, რომ „სირიაში მცხოვრები აფხაზები, აფხაზი ხალხის განუყოფელი ნაწილია. სირიაში მიმდინარე მოვლენების მთელი სიმწვავის გათვალისწინებით, მზად ვართ ისტორიულ სამშობლოში რეპატრიაციაში, სირიის აფხაზური დიასპორის იმ წარმომადგენლებს ხელი შევუწყოთ, რომლებიც ასეთ სურვილს გამოთქვამენ.“

ამ განცხადების პარალელურად, გავრცელდა აფხაზი სეპარატისტებისადმი მიმართვა სადაც აღნიშნულია, რომ „ადამიანები სირიიდან, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ქართველი აგრესორების განდევნაში 1992-93 წლებში, არ უნდა დარჩნენ ჩვენი ყურადღების გარეშე, მათთვის მძიმე დღეებში“. ამ მიმართვას, სხვებთან ერთად ხელს აფხაზთა ყოფილი პრემიერი და თადაცვის მინისტრი რაულ ჰაჯიმბაც აწერს.

23 მილიონიან სირიაში, აფხაზური წყაროების ცნობით, 5000-მდე აფხაზური ფესვების სირიელი ცხოვრობს. მათ ნაწილს მაღალი თანამდებობები უკავია სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის თავდაცვისა და უშიშროების სტრუქტურებში.

აფხაზთა შთამომავლების დაწინაურება ჯერ კიდევ ბაშარის მამის, ჰაფეზ ალ ასადის მმართველობისას, მოხდა, როცა სირიაში ისლამისტი სუნიტების აჯანყებების დროს, აფხაზურმა და ჩრდილო კავკასიური ხალხების დიასპორებმა, მმართველი ელიტის მხარი დაიჭირეს. საქართველოს ყოფილი ელჩი სირიის რესპუბლიკაში გოჩა ჯაფარიძე "ამერიკის ხმასთან" ინტრევიუში ამბობს:

„სირიაში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მმართველობას სერიოზულად აქვს წყალი შემდგარი, დაახლოებით იმ ტიპის მოვლენები მიმდინარეობს, როგორც ლიბიაში.

„სირიაში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მმართველობას სერიოზულად აქვს წყალი შემდგარი, დაახლოებით იმ ტიპის მოვლენები მიმდინარეობს, როგორც ლიბიაში. ზუსტად, აფხაზური და ჩრდილო კავკასიური ხალხების დიასპორებიდან გამოსული სამხედროები და სპეცსამსახურების წარმომადგენლები არიან პრეზიდენტ ალ ასადის ერთ-ერთი ძირითადი დასაყრდენი.
გოჩა ჯაფარიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი სირიაში

ზუსტად, აფხაზური და ჩრდილო კავკასიური ხალხების დიასპორებიდან გამოსული სამხედროები და სპეცსამსახურების წარმომადგენლები არიან პრეზიდენტ ალ ასადის ერთ-ერთი ძირითადი დასაყრდენი.

ჩავთვალოთ, რომ ეს არის რუსული სპეცსამსახურების ძირითადი დასაყრდენი, იმიტომ, რომ სირია არის ერთადერთი ქვეყანა წინა აზიაში, რომელშიც რუსეთს, წლების განმავლობაში ტრადიციულად დიდი გავლენა აქვს.

ერთადერთი სამხედრო-საზღვაო ბაზა, რომელიც აქვს რუსეთს დარჩა ხმელთაშუა ზღვაში, განლაგებულია სწორედ სირიის ქალაქ ტარტუსში. სადაც ამჟამად იმყოფება, რუსეთის ავიამზიდი „ადმირალი კუზნეცოვი.“

სეპარატისტული სოხუმის განცხადება 2011 წლის 30 დეკემბერს გავრცელდა, ზუსტად ერთი დღის შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის სუბიექტმა - ადიღეს რესპუბლიკის პარლამენტმა, სირიიდან ადიღეში 100 ადიღური ოჯახის გადმოსახლებას მხარი ერთხმად დაუჭირა.

სირიაში აფხაზურზე უფრო დიდი და გავლენიანი ჩერქეზული ხალხების დიასპორაა, რომელიც ასევე პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის სამსახურშია და რეჟიმის დაცემის შემთხვევაში, გარდაუვალი შურისძიება ელის.

სწორედ ამ საფრთხის გამო, დეკემბრის ბოლოს, სირიის ჩერქეზული ხალხების დიასპორის 170-ზე მეტმა ოჯახმა, რუსეთის პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, ნება დართოს რუსეთის ტერიტორიაზე გადასახლებაში.

სირიიდან რეპატრიაციის პროცესს ოფიციალური მოსკოვიც მხარს უჭერს. რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო თანხები და თითოეული რეპატრიანტის ოჯახი 5 მილიონ რუსულ რუბლს მიიღებს. სირიიდან ანალოგიურ თხოვნას უკვე განიხილავს ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის პარლამენტიც.

ელჩი გოჩა ჯაფარიძე ფიქრობს, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს სირიის მოქალაქეების ჩასახლებას ოკუპირებულ აფხაზეთშიც, მით უმეტეს, აფხაზეთიდან უკვე გაისმა მოწოდება, რომ რუსეთმა რეპატრიაციის პროცესი სრულად დააფინანსოს.

„პრაქტიკულად, დღეს მუჰაჯირების დაბრუნების საკითხში რუსეთის აქტივობა სოხუმის ხელისუფლების მიმართ ზუსტად განპირობებულიაა იმით, რომ მათ თავისი ერთგული ხალხი სჭირდებათ აფხაზეთში.

რასაკვირველია, მათ სჭირდებათ, იმ ტიპის, ეროვნებით აფხაზები, რომლებიც მათი ერთგულნი იქნებიან. ანუ სავარაუდოდ, დამარცხებული და განადგურებული სირიის ბაშარ ალ ასადის სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც ასადების რეჟიმს წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდნენ, უნდა მოხვდნენ აფხაზეთში.“

სირიაში მცხოვრები აფხაზები, იმ მუჰაჯირების შთამომავლები არიან, რომლებიც რუსეთმა აფხაზეთიდან 1821-1877 წლებში მასობრივად გაასახლა.

„პრაქტიკულად, დღეს მუჰაჯირების დაბრუნების საკითხში რუსეთის აქტივობა სოხუმის ხელისუფლების მიმართ ზუსტად განპირობებულიაა იმით, რომ მათ თავისი ერთგული ხალხი სჭირდებათ აფხაზეთში.

აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავლების ყველაზე დიდი რაოდენობა, დაახლოებით 300 ათასი ადამიანი, თურქეთში ცხოვრობს. თუმცა სირიელი აფხაზებისგან განსხვავებით, მოსკოვი თურქეთის აფხაზობისა და ჩრდილო კავკასიელი ხალხების შთამომავლების მასობრივ გადმოსახლებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ჩრდილო კავკასიაში ეწინააღმდეგება.

დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ რუსეთი დიდად არც სირიიდან არის დაინტერესებული ყველა პოტენციური რეპატრიანტი, დაახლოებით, 70 ათასზე მეტი ადამიანი მიიღოს.

რუსეთის ფედერაციის სუბიექ ადიღესა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 200-მდე სირიელი ოჯახის გადმოსახლების წახალისებით, მოსკოვი ერთის მხრივ ცდილობს, შეარბილოს ჩერქეზი ხალხების დიასპორების მკვეთრი პროტესტი - სოჭის 2012 წლის ზამთრის ოლიმპიადის წინააღმდეგ და მეორეს მხრივ, რამდენიმე "კავკასიური ინიციატივა" წაართვას და კიდევ უფრო ავნოს საქართველოს, რომელმაც გასულ წელს, რუსეთის მიერ ჩერქეზთა გენოციდი პირველმა სცნო.

ანალოგიური „კეთილი ჟესტი“ მოსკოვმა კოსოვოს კრიზისის დროსაც გააკეთა, როცა ისტორიულ სამშობლოში, კოსოვოელი ადიღების 200-მდე ოჯახი დააბრუნა.


XS
SM
MD
LG