გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ელჩები რუსეთთან მოლაპარაკებას კვლავ აგრძელებენ იმისათვის რომ შეძლონ მისი დაყოლიება რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხში. მიღებული რეზოლუცია სირიაში ძალადობის აღსაკვეთად არაბულ ლიგის გეგმის განხორციელებას ითვალისწინებს.
დიპლომატთა თქმით, ამ მხრივ გარკვეული პროგესრი უკვე შეინიშნება, თუმცა რუსეთი რეზოლუციის გარკვეული ნაწილის ირგვლივ კვავ თავს იკავებს, რომელიც სირიის პრეზიდენტის ბაშარ-ალ-ასადის ძალაუფლების გადაცემას, ერთობის მთავრობის ფორმირებასა და არჩევნებისათვის მზადებას ავალდებულებს.
რუსეთი სირიის მთავარი მოკავშირეა, რომელსაც საბჭოში ვეტოს დადების უფლება აქვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა - ჰილარი კლინტონმა განაცხადა რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სწრაფი რეაგირება ესაჭიროება. საბჭოს წევრებმა დროულად უნდა განსაზღვრონ თავიანთი პოზიცია თუ რომელ მხარეზე არიან - სირიელი ხალხის თუ დიქტატორი პრეზიდენტის ბაშარ-ალასადის მხარეზე.