ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დამკვირვებლები ჩავიდნენ


სირიაში დამკვირვებლები ჩავიდნენ
სირიაში დამკვირვებლები ჩავიდნენ

სირიის ქალაქ ჰომსში არაბული ლიგის ქვეყნების დამკვირვებელთა ჯგუფი ჩავიდა. ისინი მონიტორინგს გაუწევენ სირიის ხელისუფლების დაპირებას ქალაქებიდან ტანკების და არმიის ნაწილების გაყვანის და ასევე პოლიტპატიმართა გათავისუფლების შესახებ. სამთავრობო ძალების და ოპოზიციის მხარდამჭერების შეტაკების ერთერთ ეპიცენტრს სირიაში ქალაქი ჰომსი წარმოადგენს. ლონდონში მოქმედი სირიის უფლებადამცველი ჯგუფის განცხადებით, დღეს ჰომსში 20 ათასი დემონსტრანტი შეიკრიბა, მას შემდეგ, რაც წინა დღეს აქ სამთავრობო ძალებმა 30 ადამიანი მოკლეს. სირიის ტელევიზიის ცნობით, საერთაშორისო დამკვირვებლები ჰომსის გუბერნატორს შეხვდნენ. არაბული ლიგის დამკვირვებელთა დელეგაცია რამდენიმე ქალაქს ეწვევა, მათ შორის იდლიბს, ჰამას და დარაას.

XS
SM
MD
LG