ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა


ობამა თეთრ სახლში დღეს სენატორ ჯონ მაკეინს ხვდება, რომელიც დიდი ხანია სირიაში სამხედრო ინტერვენციას ითხოვს

პრეზიდენტი ობამა ცდილობს დაარწმუნოს კონგრესი იმაში, რომ სირიაში სამხედრო იერიში აუცილებელია. შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს აზრი ორად არის გაყოფილი. ზოგიერთი კანონმდებელი ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის დამადასტურებელ მეტ დოკუმენტაციას ითხოვს.

ობამა თეთრ სახლში დღეს სენატორ ჯონ მაკეინს ხვდება, რომელიც დიდი ხანია სირიაში სამხედრო ინტერვენციას ითხოვს. კვირას გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა განაცხადა, რომ ამერიკა კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეს და მხოლოდ შეზღუდული საჰაერო იერიშებით არ შემოიფარგლოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დღეს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ წარმოდგენილი ქიმიური იარაღის გამოყენების დამადასტურებელი ინფორმაცია ძალზე მწირია. მას აკლია გეოგრაფიული კოორდინატები და კონკრეტული ადამიანების სახელები. ლავროვი კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას ითხოვს, თუმცა ამერიკა აცხადებს, რომ ინფორმაცია საიდუმლოა და მისი გაზიარება შეუძლებელია.
XS
SM
MD
LG