ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფლორიდის სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა


ფლორიდის იმ საჯარო სკოლაში, სადაც 14 თებერვალს შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 17 ადამიანი მოკლა, სასწავლო პროცესი განახლდა.

ამავე დროს კანონმდებლები კვლავ კამათობენ იმის შესახებ, როგორ უნდა დაიცვან ახალგაზრდები სკოლებში.

დაახლოებით ორი კვირის წინ მომხდარმა ამ მასობრივმა მკვლელობამ კიდევ ერთხელ განაახლა დისკუსია იარაღის საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პოლ რაიანი ამბობს, რომ აუცილებელია აღმოიფხვრას ის ხარვეზები, რომლებიც იარაღის მყიდველთა წარსულის შემოწმების პროცესში არსებობს, ასევე მეტი აქცენტი გაკეთდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმაზე. მისი თქმით, სწორედ ამ საკითხების განხილვა იგეგმება სენატში და წარმომადგენელთა პალატაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG