ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვირას, კოლორადოს შტატში, საოჯახო უთანხმოების გამო გამოძახებული შერიფის თანაშემწე მოკლეს, ოთხი ადამიანი კი დაჭრეს. სროლა გამთენიისას, დენვერიდან 28 კილომეტრით დაშორებულ ჰაილენდს რანჩში, საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. შეიარაღებული პირი საძინებელ ოთახში გამაგრდა და შერიფის თანაშემწეებს ცეცხლი გაუხსნა.

ხანმოკლე დაპირისპირების შემდეგ, ეჭვმიტანილი პოლიციასთან ორმხრივი სროლის შედეგად მოკლეს. სროლის დროს ოთხი პოლიციელი და ორი სამოქალაქო პირი დაიჭრა.

პრეზიდენტმა ტრამპმა, ინციდენტიდან რამდენიმე საათში, სროლის მსხვერპლთ „ტვიტერით“ მიუსამძიმრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG