ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვეიცარელი პილოტის სენსაციური განცხადება


ანდრე ბორსჩბერგის თქმით, მხოლოდ მზის ენერგიით მოძრავი თვითმფრინავი მსოფლიოს გარშემო ფრენას 5 დღეში შესძლებს

ანდრე ბორსჩბერგმა მსოფლიოს თვითმფრინავის ისეთი სენსაციური დიზაინი წარუდგინა, რომელიც შესაძლოა ისტორიული მნიშვნელობის მქონე ტექნოლოგიური გარღვევა აღმოჩნდეს. შვეიცარელი პილოტის თქმით, თვითმფრინავი მხოლოდ და მხოლოდ მზის ენერგიით იფრენს.

„სოლარული იმპულსი -2“ საცდელ ფრენებს უკვე მაისში დაიწყებს. პილოტი მზის ენერგიით მოძრავი თვითმფრინავით მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისთვის ემზადება და ამბობს, რომ ისტორიულ გაფრენას 2014 წლის განმავლობაში განახორციელებს. ახალი საფრენი აპარატის ფრთების სიგრძე იგივეა, რაც მოზრდილი სამგზავრო თვითმფრინავის. მაგრამ მისი წონა ერთი დიდი მანქანის წონას არ აღემატება. მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობას, ბორსჩბერგის თქმით, სულ 5 დღე-ღამე დასჭირდება, მაგრამ სოლარულ თვითმფრინავს ჰაერში ყოფნა უსასრულოდ შეუძლია.

იმავე თვითმფრინავის პირველი მოდელი 5 წლის წინ შეიქმნა. მან შეერთებული შტატების საჰაერო სივრცეები გასულ წელს გადაკვეთა.
XS
SM
MD
LG