ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარლამენტმა შვედეთის პრემიერ-მინისტრს უნდობლობა პირველად გამოუცხადა


ორშაბათს, შვედეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ სტეფან ლოფვენს უნდობლობა გამოუცხადა. სოციალ-დემოკრატ ლიდერს მისცეს ერთი კვირა, რომ ან გადადგეს და პარლამენტის სპიკერს ახალი მთავრობის მოძებნის ვალდებულება გადააბაროს, ან რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს.

შვედეთის ნაციონალისტმა დემოკრატებმა, გასულ კვირაში გამოიყენეს მომენტი უნდობლობის კენჭისყრის მოსათხოვად, როდესაც ყოფილმა კომუნისტურმა მემარცხენე პარტიამ, მემარცხენე-ცენტრისტულ მთავრობას მხარდაჭერა შეუწყვიტა იმ გეგმის გამო, რომლითაც ახალ აშენებულ ბინებზე ქირის კონტროლის შემსუბუქებას აპირებდა.

2018 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ლოფვენის უმცირესობის სუსტი კოალიცია, მწვანეთა პარტიასთან ერთად, პარლამენტში ორი მცირე, მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიის და მემარცხენე პარტიის მხარდაჭერას ეყრდნობოდა.

ჩიხში შესული პარლამენტის პირობებში, ნათელი არ არის, თუ სპიკერი ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას ვის დაავალებს. გამოკითხვები აჩვენებს, რომ მემარცხენე-ცენტრისტულ და მემარჯვენე-ცენტრისტულ ბლოკებს თანაბარი წონა აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა რიგგარეშე არჩევნებმა ვითარებაში სიცხადე არ შეიტანოს.

ახალი მთავრობა, ანუ მზრუნველი რეჟიმი, მომავალი წლის სექტემბერში დანიშნულ საყოველთაო არჩევნებამდე იმოქმედებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციის მიერ წამოწყებული უნდობლობის გამოცხადების პროცედურით თანამდებობას ტოვებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG