ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედეთი ახალი ატომური რეაქტორების ამუშავებას გეგმავს


შვედეთი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის ემზადება. ამ ცვლილებებმა ქვეყანას ახალი ატომური რეაქტორების აშენების საშუალება უნდა მისცეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ალფ კრისტერსონის თქმით, ეს შვედეთს შესაძლებლობას მისცემს ელექტროენერგიის წარმოება გაზარდოს და ასევე, ენერგო უსაფრთხოება გააძლიეროს.

კრისტერსონმა ატომური ენერგიის ფართო წარმოება თავისი მთავრობის მთავარ ამოცანად დაისახა. აქამდე ქვეყანას განსხვავებული პოლიტიკა ჰქონდა და რამდენიმე ატომური სადგური დახურა კიდეც, ამით კი განახლებად, თუმცა ხანდახან ნაკლებად პროგნოზირებად ენერგიაზე გახდა დამოკიდებული.

შვედეთის ენერგოსისტემა ძირითადად სამი ტიპის - ატომურ, ჰიდრო და განახლებად ენერგიას იყენებს. ამის გამო, შვედეთს, სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ნაკლებად შეეხო რუსეთ-უკრაინის ომი და ნავთოპროდუქტების ფასის ზრდა, თუმცა ფასებმა ელექტროენერგიაზე მაინც მოიმატა.

ახალი კანონპროექტი, რომელიც ჯერ არ დაუმტკიცებიათ, შვედეთის მთავრობას საშუალებას მისცემს ახალი ატომური რეაქტორები მომავალი წლის მარტის თვისთვის ააშენოს.

"ელექტროენერგიის პროდუქტების აშკარა საჭიროება გვაქვს შვედეთში. ის, რასაც დღეს ვაკეთებთ, არის კანონმდებლობის შეცვლა, რათა მეტი ატომური რეაქტორი და უფრო მეტ ტერიტორიაზე გვქონდეს",- თქვა შევედეთის პრემიერ-მინისტრმა.

ახალი კანონმდებლობა შეცვლის უკვე არსებულ წესებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში მხოლოდ 10 ატომური რეაქტორის ფუნქციონირებაა ნებადართული. არსებული კანონმდებლობით, ასევე იკრძალება ახალ ატომური რეაქტორების ახალ ტერიტორიაზე აშენება იქამდე, ვიდრე მოქმედი რეაქტორები მუშაობს რომელიმე კონკრეტულ ადგილას. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი პრემიერის შეთავაზებულ კანონპროექტს დაამტკიცებს, მაშინ ახალ რეაქტორებს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე ააშენებენ.

XS
SM
MD
LG