ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საავიაციო სისტემის გათიშვამ აშშ-ში ათასობით ფრენა შეაფერხა


FAA Outage
FAA Outage

შეერთებულ შტატებში ფრენები ეტაპობრივად განახლდა მას შემდეგ, რაც გასული ღამის განმავლობაში, ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია, სისტემაში მომხდარი გათიშვის გამოსწორებას ცდილობდა. სისტემის გათიშვამ ღამის განმავლობაში, ათასობით დანიშნულ ფრენაზე მოახდინა გავლენა.

ფედერალუმრა საავიაციო ადმინისტრაციამ, ავიაკომპანიებს ქვეყნის შიდა ფრენების შეჩერება მას შემდეგ უბრძანა, რაც საავიაციო მისიის სისტემის გათიშვის შესახებ შეტყობინება მიიღო. ამ დროისთვის ფრენების დიდი ნაწილი, გეგმის მიხედვით ხორცილდება.

თეთრი სახლის პრესსპიკერი, კარინ ჟან-პიერი „ტვიტერზე“ წერდა, რომ სისტემის გათიშვის შესახებ პრეზიდენტი ბაიდენი ინფორმირებული იყო. მისი თქმით, ამ ეტაპზე, კიბერთავდასხმის მტკიცებულებები არ არსებობს, თუმცა პრეზიდენტმა მომხდარის გამოძიება ითხოვა.

„ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია, გათიშვის შემდეგ კვლავ მუშაობს სისტემის სრულად აღსადგენად. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფუნქცია აღდგა, ეროვნული საჰაერო სივრცის სისტემის ოპერაციები შეზღუდულია“, - აცხადებს ადმინისტრაცია „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

„FlightAware”-ის 11 იანვრის დილის მონაცემებით, შეერთებულ შტატებსა და მის გარეთ, სულ 32 578 ფრენა დაგვიანდა. ვებგვერდი დაგვიანების მიზეზებზე არ საუბრობს. ამავე მონაცემებით, ქვეყნის შიგნით და გარეთ, 409 ფრენა გაუქმდა.

XS
SM
MD
LG