ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატში ემი ბარეტის მოსმენა დაიწყო


ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენები დაიწყო. პრეზიდენტ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატი ემი კონი ბარეტი ამერიკელი კანონმდებლების წინაშე წარდგა.

მოსმენა სენატში 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. დღეს სიტყვით კანონმდებლები და თავად მოსამართლეობის კანდიდატი ემი ბარეტი გამოვლენ. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომლის შემდეგაც გაირკვევა, დაამტკიცებენ თუ არა ამერიკელი კანონმდებლები უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ემი ბარეტს, რომელიც უზენაეს სასამართლოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას შემდეგ წარადგინა, რაც ხანგძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ლეგენდარული მოსამართლე რუთ გეიდერ გინსბურგი გარდაიცვალა.

სენატში მოსმენამდე, მოსამართლეობის კანდიდატმა თქვა, რომ მისთვის "პატივი იქნება იმუშაოს ამჟამინდელ რვა მოსამართლესთან ერთად". აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ემი ბარეტი კონსერვატორული ღირებულებების მატარებელია და იმ შემთხვევაში, თუ მას ამერიკელი კანონმდებლები მხარს დაუჭერენ, უზენაეს სასამართლოში ძალთა ბალანსი დაირღვევა და სასამართლოში 6 კონსერვატორი მოსამართლე იქნება.

რუთ გინსბურგი და მისი ხმის მნიშვნელობა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:01 0:00

ეს კი რეალურად შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ გადაიხედოს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ერთ-ერთია - აბორტის თემა. არ არის გამორიცხული, ბარეტის მოსამართლედ დამტკიცების შემთხვევაში, გაუქმდეს ე.წ. ობამაქეარი, ჯანდაცვის გაფართოებული პროგრამა, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს მიიღეს და რომლის გაუქმების შესახებ პრეზიდენტი ტრამპი 4 წელია საუბრობს. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ახალი სამედიცინო დაზღვევის შესახებ ისაუბრა.

ტრამპის მიერ წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატის დამტკიცებას, უკვე ცნობილია, რომ დემოკრატები მხარს არ დაუჭერენ, თუმცა ამჟამად არსებული მონაცემების თანახმად, ბარეტის თანამდებობაზე დამტკიცებისთვის საჭირო ხმები, თავად რესპუბლიკურ პარტიაში უკვე აქვთ. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ 4 რესპუბლიკელი მხარს არ დაუჭერს ემი ბარეტს, მოსამართლეობის კანდიდატის დამტკიცება ვერ მოხდება.

პროცესი, როგორც ცნობილია, ოქტომბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს და ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, უზენაეს სასამართლოში ახალ მოსამართლედ ემი ბარეტი დამტკიცებული უნდა იყოს. ეს კი თავის მხრივ, პოლიტიკური ბრალდებების თემაა. დემოკრატები ამბობენ, რომ პრეზიდენტ ტრამპს არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მოსამართლეობის კანდიდატი არ უნდა წარედგინა. თუმცა, პრეზიდენტი თვლის, რომ ეს სწორი ნაბიჯია.

რუთ გინსბურგის ისტორია
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:30 0:00

ასეთივე ვითარება იყო 4 წლის წინაც, მაშინ როცა ბარაკ ობამას პრეზიდენტობის ვადა ეწურებოდა და მან უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატი წარადგინა. მაშინ დონალდ ტრამპი და რესპუბლიკური პარტიის სხვა წარმომადგენლები აპროტესტებდნენ ამერიკის 44-ე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, წარედგინა ახალი მოსამართლეობის კანდიდატი. აღსანიშნავია, რომ მაშინ რესპუბლიკელებმა მხარი არ დაუჭირეს წარდგენილ კანდიდატს და პრეზიდენტმა ობამამ ლიბერალურად განწყობილი მოსამართლის უზენაეს სასამართლოში შეყვანა ვერ შეძლო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG