ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ემი ბარეტი სენატორებს შეხვდება


ემი კონი ბარეტი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი

არჩევნებამდე 36 დღით ადრე, აშშ-ში წინასაარჩევნო ბრძოლის ხაზები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატზე გადის. პრეზიდენტ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატი, ემი კონი ბარეტი სენატის ლიდერებს შეხვდება. მანამდე კი, პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი, ჯო ბაიდენი რესპუბლიკელ სენატორებს მოუწოდებს, არ დაამტკიცონ უზენაესი მოსასმართლეობის კანდიდატი, 3 ნოემბერს დანიშნულ არჩევნებამდე.

ვიდრე უზენაესი სასამრათლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსენები დაიწყება, ემი ბარეტი სენატის ლიდერებთან შეხვედრებსმ მიმდინარე კვირაში გამართავს. როგორც ჩანს, რესპუბლიკელთა უმრავლესობა, ბარეტის უზენაეს მოსამართლედ უვადოდ გამწესებას მხარს დაუჭერს. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლო სრულად იყოს ცხრა მოსამართლით დაკომპლექტებული, იმ შემთხვევისთვის, თუ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ დავა სასამართლოში გაიმართება.

„კარგი იქნება თუ მოსამართლე არჩევნებამდე დაინიშნება, რადგან რასაც დემოკრატები ახლა სჩადიან, ეს თაღლითობაა, თაღლითობის შესახებ დავა კი უზენაეს სასამართლოში გაიმართება, და მე ვფიქრობ ოთხი-ოთხი [მოსამართლე] კარგ ვითარებას არ ქმნის“ - აცხადებს პრეზიდენტი.

პრეზიდენტი ტრამპი, მცირე მტკიცებულებეით, ფოსტით ხმის მიცემის გამო, არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე საუბრობს. იმ შემთხვევაში, თუ რესპუბლიკელები დავას სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში დაიწყებენ, მეცხრე მოსამართლის, ემი კონი ბარეტის ხმა მნიშვნელოვანი იქნება.

ნიუ-იორკ თაიმსის ბოლო გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამერიკელთა 56 პროცენტი ფიქრობს, რომ უზენაესი მოსამართლე შემდეგმა პრეზიდენტმა უნდა აირჩიოს. პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი რესპუბლიკელებს მოუწოდებს, კანდიდატი არჩევნებამდე არ დაამტკიცონ.

„მხოლოდ ის, რომ ძალაულება გაქვს, რაც გსურს გააკეთო, არ გათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგნ, მართებულად მოიქცე ამერიკელი ხალხის მიმართ“ - აცხადებს ბაიდენი.

იმ ფონზე, როცა დემოკრატი სენატორების ნაწილი, კანდიდატთან შეხვედრას არ გეგმავს, ზოგერთი დემოკრატი სენატორი, როგორიცაა მაგალითად დიკ დურბინი ილინოისიდან, ამბობს, რომ მოსამართლეს კითხვებს დაუსვამს კონსერვატიული შეხედულებებისა და ასევე, ჯანდაცვისა საკითხებისა და აბორტის უფლების შესახებ.

„ჩვენ შეგვიძლია ეს ტემბი სევანელოთ, შეიძლება საათების საქმე,ა შეიძლება დღეების მაგრამ შედეგს ვერ შევაჩერებთ. ამიტომ, პეტივისცმეა - ეს არის, რასც უნდა გამოვიჩინოთ." - აცხადებს დემოკრატი სენატორი.

დურბინი ფიქრობს, რომ მოსამართლე ბარეტმა თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი გადაწყვეტილებისგან, რაც შეიძლება უზენაესმა სასამართლომ, მომავალი არჩევნების შესახებ მიიღოს, მაგრამ რესპუბლიკელი სენატორი მაიკ ლი, ამას არ იზიარებს - „გააკეთებს თუ არა ის აცილებას ამ, ან სხვა ნებისმიერ საქმეზე, ეს მხოლოდ თავად მისი და მოსამართლეთა კოლეგიისა და კანონის საკითხია“

ახლა, როცა ქვეყნის უზენაეს სასამართლოში თავისუფალი სავარძელია, წინასაარცევნო კამპანია სულ უფრო დაძაბული გახდა.

რუთ გინსბურგის ისტორია
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:30 0:00

უზენაეს სასამართლოში დავარძელი მას სემდეგ გათავისუფლდა, რახ კანონის უზენაესობის იმბოლოდ ქცეული, რუთ ბედერ გინსბურგი გარდაიცვალა. პრეზიდენტმა ტრამპმა, გინსბურგის შემცვლიელის კანდიდატი შაბათს წარადგინა.

ტვიტერი

XS
SM
MD
LG