ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში 6 ადამიანი დაიღუპა


თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებაში 6 ადამიანი გარდაიცვალა

ბალუჩისტანის პროვინციის პოლიციის უფროსმა სულ რამდენიმე წუთით გაასწრო აფეთქებას, რომელშიც 6 ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა. ის სახლში შევიდა თუ არა, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე მანქანა პოლიციის შეფის ეზოს შესასვლელთან ააფეთქა.

დაღუპულთა შორის ორი პოლიციელი, პარლამენტის დაცვის სამი წევრი და ერთი გამვლელია. თვითმხილველთა განცხადებით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ის მთელ ქალაქში გაიგონეს. ბალუჩისტანი ავღანეთის საზღვარზე მდებარეობს და ის ისლამისტი უკანონო შეიარაღებული ფორმიერების მიერ განხორციელებული ხშირი იერიშებით გამოირჩევა.
XS
SM
MD
LG