ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის ყოფილი პრემიერ მინისტრის ვაჟი გაიტაცეს


ეროვნული ასამბლეის არჩევნებამდე ორი დღით ადრე ეს ძალადობის კიდევ ერთი გამოვლინებაა

პაკისტანის ყოფილი პრემიერ მინისტრის, იუსუფ რაზა გილანის ვაჟი მულტანის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური აქციის დროს შეიარღებულმა პირებმა მძევლად აიყვანეს. ეროვნული ასამბლეის არჩევნებამდე ორი დღით ადრე ეს ძალადობის კიდევ ერთი გამოვლინებაა.
გამტაცებლები იარაღის სროლით მოტოციკლებით შეიჭრნენ წინასაარჩევნო მიტინგზე და ალი ჰაიდერ გილანი გაიტაცეს. ეს უკანასკნელი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოდიოდა.
როგორც გილანის პარტიის წევრი მალიკ აიმირ დოგარი აცხადებს, სამმა მამაკაცმა გილანი მანქანაში ჩააგდეს და ადგილიდან მიიმალნენ.
XS
SM
MD
LG