ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება მიტინგზე


პაკისტანში წინასაარჩევნო კამპანიის მიტინგზე, სცენასთან ახლოს აფეთქება მოხდა

პაკისტანში მომხდარ მორიგ აფეთქებაში 15 ადამიანი დაიღუპა და 45 დაშავდა. ოფიციალური წყაროების მიხედვით, აფეთქება ავღანეთის საზღვართან მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის მიტინგზე, სცენასთან ახლოს განხორციელდა.

მიტინგი თალიბანის მომხრეთა მიერ იყო ორგანიზებული და მემარჯვენე რელიგიური ლიდერის, ჯამიათ-ულემა ისლამის მხარდაჭერას ითვალისწინებდა. პოლიტიკოსი ანტიამერიკული განწყობებით გამოირჩევა და შეერთებული შტატების პარტნიორი ქვეყნების წინააღმდეგაც გამოდის. არჩევნები პაკისტანში 11 მაისს იგეგმება.
XS
SM
MD
LG