ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა იწვევს ზურგის ტვინის ტრავმას?


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ახალი ანგარიში სახელწოდებით „ზურგის ტვინის ტრავმების ახალი პერსპექტივები“

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:01 0:00
ბმული

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ ყოველ წელს მსოფლიოში ზურგის ტვინის დაზიანების 500 000 შემთხვევა ფიქსირდება. ასეთი დაზიანება ხშირად ნაადრევი სიკვდილითაც სრულდება. ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ მხრივ საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებშია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ახალი ანგარიში სახელწოდებით „ზურგის ტვინის ტრავმების ახალი პერსპექტივები“. ალანა ოფისერი ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაციის კოორდინატორია. მისი განცხადებით:

„დამბლის გარდა ზურგის ტვინის ტრავმასთან ასოცირდება სხვა დაავადებების განვითარებაც, მაგალითად ნაწლავების და შარდის ბუშტის მოქმედების სირთულეები, სეაქსუალური და მენტალური პრობლემები.“

მაშინ როდესაც ზურგის ტვინის დაზიანება იწვევს დამბლას, პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. ის უფრო მასშტაბურია. აცხადებს ქალბატონი ალანა.

ზურგის ტვინის დაზიანების მთავარ ფაქტორებს ავტოსაგზაო შემთხვევები, ვარდნა და ძალადობა წარმოადგენს.“

ტრავმების სიხშირე იზრდება რეგიონების მიხედვითაც:

„მაგალითისთვის ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული ზურგის ტვინის დაზიანება ყველაზე ხშირად აფრიკასა და დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში გვხვდება. დაცემით გამოწვეული ტრავმა ძირითადად სამხრეთაღმოსავლეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში აღინიშნება. ზოგიერთ ქვეყენაში კი მაღალი მაჩვენებლები ძალადობრივი დაზიანებებს უკავშირდება. მაღლია ეს მაჩვენებლები მაგალითად აშშ-შიც და სამხრეთ აფრიკაშიც. კიდევ ერთი კატეგორია, რომელიც იწვევს ზურგის ტვინის დაზიანებებს, ეს არის სიმსივნეები, ტუბერკულოზი და თანდაყოლილი დაავადებები.“

ანგარიშის მიხედვით ზურგის ტვინის ტრავმების დიდი ნაწილი მამაკაცებზე მოდის. ორი-ერთზე პროპორციით. მამაკაცებში ტრავმა უფრო ხშირია 10-29 წლის ასაკში. ქალებში 15-19 წლის ასაკში. რაც შეეხება ტრავმებს ასაკოვან პირებში, ძირითადად მიზეზად დაცემა და სიმსივნეები გვევლინება.
ნაადრევი სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზი უსახსრობა ან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმიუწვდომლობაა.

„პირველ რიგში საშუალო და დაბალგანვითარებად ქვეყნებში ტრავმები უკავშირდება პირველადი სასწრაფო დახმარების სისუსტეს. ასეთ ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემის ხარვეზების გამო სიკვდილიანობის მაჩვენებლები სამჯერ აღემატება განვითარებული ქვეყნების მონაცემებს.“

ქალბატონი ალანას განცადებით, ხერხემლის და ზურგის ტვინის დაზინებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება განვითარებად ქვეყნებში სავსებით შესაძლებელია. განსაკუთრებით საშარდე გზების ინფექციების და ნაწოლების გაჩენის თავიდან აცილების გზით. როგორც წესი, განვითარებად ქვეყნებში ზმოხსენებული პრობლემები პაციენტის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის.

„ზურგის ტვინის დაზიანებით ადამიანებს შეუძლიათ იმდენივე იცოცხლონ, რამდენსაც ჩვეულებრივი ადამინები ცოცხლობენ. რა თქმა უნდა არის პრობლემები, მაგრამ სიცოცხლის ხანგრძლივობა მათთვის საკმაოდ გაიზარდა განვითარებულ ქვეყნებში. რაც სამწუხაროდ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში კვლავ პრობლემად რჩება.“

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საერთაშორისო თანამეგობრობას სასწრაფო ქმედებებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის ანგარიიშში ნათქვამია, რომ სწრაფი და ხარისხიანი დახმარება და ასევე რეაბილიტაცია, როგორც ფიზიკური ისე მენტალური საკმაოდ ეფექტური გამოსავალი იქნება.
XS
SM
MD
LG