ამომრჩეველი დღეს ჩრდილოეთ კაროლინის შტატში ამერიკის კონგრესის წევრს აირჩევს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ რესპუბლიკელი დენ ბიშოპი და დემოკრატი დენ მაქრედი თითქმის თანაბარი პოპულარობით სარგებლობენ.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გუშინდელი ვიზიტისას კიდევ ერთხელ მოუწოდეს შტატის მოსახლეობას, ბიშოპს დაუჭირონ მხარი.
1960იანი წლებიდან ეს მანდატი კონგრესში რესპუბლიკელს უკავია. ჩრდილოეთ კაროლინელი კონგრესმენის არჩევას, შესაბამისად, დიდი ყურადღება ექცევა და ორივე პარტიის წარმომადგენელთათვის დიდძალი სახსრების მოზიდვის მიზეზი ხდება. ამიტომ შევიდა ამ ადგილისთვის ბრძოლა ისტორიაში, როგორც მეორე, ყველაზე ძვირადღირებული საგანგებო არჩევნები.
2018 წლის არჩევნებს შემდეგ, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობაში დემოკრატები არიან.
Facebook Forum