ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთის მთავრობა პიუგდემონტის ორდერის განახლებას ითხოვს


პროკურორებმა დღეს ესპანეთის უზენაეს სასამართლოს კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პიუგდემონტის დაპატიმრების ორდერის განახლება მოსთხოვეს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილების მიღებას გეგმავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე პაბლო ლარენა, რომელიც საქმეს განიხილავს.

პიუგდემონტი ახლა დანიაში იმყოფება და კოპენჰაგენის უნივერსიტეტში კატალონიის თაობაზე მიმდინარე დებატებში იღებს მონაწილეობას. კატალონიის ყოფილი ლიდერი ხვალ დანიის კანონმდებლებს ხვდება.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა პიუგდემონტმა ბელგია დატოვა. ესპანეთიდან გაქცევის შემდეგ, ის ბრიუსელში ცხოვრობდა. გასამართლების შემთხვევაში, მას სავარაუდოდ ათობით წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG