ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კატალონიის დამოუკიდებლობის მოძრაობის ლიდერი შინაპატიმრობაში რჩება


ბარსელონა, ესპანეთი
ბარსელონა, ესპანეთი

ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, კატალონიის ვიცე-პრეზიდენტი ორიოლ ჯუნკერასი შინაპატიმრობაში უნდა დარჩეს, რეგიონის დამოუკიდებლობის მოძრაობაში მისი როლის გამო. ჯუნკერასი უკვე ორი თვეა წინასწარ პატიმრობაშია.

გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოსამართლემ განმარტა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ჯუნკერასი არ გააგრძელებს იმ საქმიანობას, „რასაც აქამდე მისდევდა“. ჯუნკერასს ბრალი აჯანყების ინსპირირებაში, დაუმორჩილებლობასა და საჯარო რესურსების არასწორ წარმართვაში ედება. სასამართლოს გადაწყვეტილება მას ხელს შეუშლის კატალონიის პარლამენტის გახსნით სხდომაზე ფიცი დადოს.

ჯუნკერასი კატალონიის რეგიონალური სამთავრობო კაბინეტის ერთ-ერთი წევრია. სხვა წევრები, მათ შორის კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი კარლეს პუიგდემონტი, ბრიუსელს აფარებენ თავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG