ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კატალონიის პარლამენტი არჩევნების შემდეგ პირველად შეიკრიბა


კატალონიის რეგიონის ახალარჩეული პარლამენტი პირველად შეიკრიბა. დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებს გაერთიანების შემთხვევაში პარლამენტში უმრავლესობა აქვთ, თუმცა არც ისე ძლიერი. მთავრობის დასაკომპლექტებლად კი მათ გაერთიანება, ერთად მუშაობა, ლიდერების შერჩევა და კანდიდატურებზე შეთანხმება მოუწევთ.

ოთხშაბათს გამართული სესიის წინ, ორი სეპარატისტულად განწყობილი პარტია შეთანხმდა მხარი დაუჭირონ ყოფილ პრეზიდენტს კარლეს პიუგდემონტს, როგორც კანდიდატს, რომ მან კიდევ ერთხელ დაიკავოს ეს პოსტი.

გასულ წელს რეფერენდუმზე მისული მოსახლეობის უმრავლესობამ კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. თუმცა მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ რეგიონის ავტონომია შეზღუდა, პიუგდემონტი ბრიუსელში გაიქცა. ესპანეთში დაბრუნების შემთხვევაში, მას დააპატიმრებენ. ყოფილი მთავრობის ბევრი წევრი ახლა ან ციხეშია ან ქვეყნიდან გაქცეულია.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რაჰოი ამბობს, რომ პიუგდემონტი რეგიონის პრეზიდენტის ფუნქციას დევნილობაში მყოფი ვერ შეასრულებს, მაგრამ თუ მას მაინც აირჩევენ, კატალონიის ავტონომიის შეზღუდვა ძალაში დარჩება.

სამშაბათს საღამოს ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა ბარსელონის ქუჩებში ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული ორი სამოქალაქო აქტივისტის და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერის გათავისუფლების მოთხოვნით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG