ესპანელი მოსამართლის გადაწყვეტილებით პატიმრობიდან გათავისუფლდა ხუთი ეჭვმიტანილი ალჟირელი, რომლებიც ალ-ყაიდასთან კავშირის ბრალდებით გასულ კვირას დააპატიმრეს. მოსამართლის განცხადებით, მათ წინააღმდეგ სამხილები ვერ იქნა ნაპოვნი. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვერ დაადასტურეს, რომ დაკავებულებმა ალჟირში დიდი რაოდენობით თანხები გადააგზავნეს და მიმღები კი ტერორიზმში ჩართული ადამიანები იყვნენ. ამასთანავე მოსამართლე დაკავებულებს ესპანეთიდან გასვლა აუკრძალა. ესპანეთის ხელისუფლება ჩრდილოეთ აფრიკაში მოქმედ ორგანიზაცია ისლამურ მაღრიბს გასული წლიდან უთმობს დიდ ყურადღება, მას შემდეგ, რაც მათ ალ-ყადიასთან კავშირის შესახებ განაცხადეს.