ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საყოველთაო პროტესტი ესპანეთში


ავტობუსების მუშაობის შეფერხების მცდელობისთვის მადრიდშიი 58 ადამიანი დააპატიმრეს.

ესპანეთის პროფკავშირები საყოველთაო გაფიცვას მართავენ. ამის მიზეზი კი პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოის გუშინდელი გადაწყვეტილებაა, ახალი ანტიკრიზისული გეგმის მიღების შესახებ, რომელიც ევროზონის ლიდერთა მოთხოვნებს თანხვდება.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტობუსების მუშაობის შეფერხების მცდელობისთვის მადრიდშიი 58 ადამიანი დააპატიმრეს. გაფიცვამ დღეს მოიცვა საჯარო სამსახურები, საქალაქო ავტობუსების მუშაობა და ასევე შეაფერხა სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტის მიმოსვლა.

ოთხშაბათს მადრიდში გამართულ დემონსტრაციაში ათასობით ესპანელმა მიიღო მონაწილეობა. ისინი მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას აპროტესტებენ.

XS
SM
MD
LG