ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეპარატისტული მოძრაობა "ეტა" დაიშალა


საერთაშორისო დამკვირვებლებმა დღეს კონფერენცია გამართეს, რითაც ესპანეთში ბასკების სეპარატისტული დაჯგუფება „ეტას“ დაშლა აღნიშნეს. დაჯგუფება ბოლო 6 წელი იბრძოდა ესპანეთსა და სამხრეთ საფრანგეთში დამოუკიდებელი ბასკეთის შექმნის მოთხოვნით.

კონფერენციაზე გამოსვლისას, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ პატივი მიაგო სეპარატისტული ჯგუფის მსხვერპლებს.

„ახლა, როცა “ეტა” აღარ არსებობს, უნდა გვახსოვდეს სეპარატიზმის ყველა მსხვერპლი“, განაცხადა რახოიმ.

“ეტამ” გუშინ ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას დაჯგუფების სრული დაშლის შესახებ ამცნო: „ჩვენ აღარ გამოვხატავთ პოლიტიკურ შეხედულებებს, აღარ წავახალისებთ ინიციატივებს და აღარ ვიქნებით პროცესებში ჩართულნი“, ნათქვამია წერილში.

„ეტა“ დაახლოებით 850 ადამიანის დაღუპვაზეა პასუხისმგებელი, პრმეიერის განცხადებით, დამნაშავეები კანონის მიხედვით დაისჯებიან.

ბასკურ ენაზე „ეტა“ სრულად ითარგმნება როგორც „ბასკების სამშობლო და თავისუფლება“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG