ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში ეტას 6 წევრი დააპატიმრეს


ეჭვმიტანილები სამ სხვადასხვა ქალაქში აიყვანეს

საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, მათ ბასკური სეპარატისტული დაჯგუფება ეტას 6 წევრი დააპატიმრეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილები სამ ქალაქში აიყვანეს.
2011 წელს ეტამ განაცხადა, რომ წყვეტს შეიარაღებულ ბრძოლას დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის, რომელიც ესპანეთის და საფრანგეთის ტერიტორიებს მოიცავს. ამ განცხადების მიუხედავად, ეტას განიარაღება არ მომხდარა.
გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან მიმდინარე ბრძოლას 829 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ევროკავშირი და შეერთებული შტატები ეტას ტერორისტულ ორგანიზაციად თვლიან.
XS
SM
MD
LG