ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთის პრემიერი კატალონიის გამოყოფას არ დაუშვებს


მარიანო რახოი, ესპანეთის პრემიერი, კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას „პროვოკაციულ აქტად“ აფასებს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ „ყველანაირ პოლიტიკურ და საკანონმდებლო ხერხს მიმართავს“, რათა კატალონიის ავტონომიის დამოუკიდებელ რესპუბლიკად გახდომის მცდელობა შეაჩეროს. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რეგიონის მიზნებს მარიანო რახოი „პროვოკაციულ აქტად“ აფასებს და ამბობს, რომ ვიდრე ის ხელისუფლებაში იმყოფება, ეს არ მოხდება და ამასთან, ესპანეთის თითოეული მოქალაქე თავისუფალი და თანაბარი უფლებებით ისარგებლებს.

გასულ თვეში კატალონიაში გამართულ რეგიონულ არჩევნებში დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა გაიმარჯვეს. დღეს მათ განაცხადეს, რომ ნოემბრიდან ესპანეთისგან გამოყოფის ზომების გატარებას დაიწყებენ და წელიწადნახევარში სრულ დამოუკიდებლობას მოიპოვებენ.

XS
SM
MD
LG