ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნების შედეგები კატალონიაში


ფოტოზე: კატალონიის პრეზიდენტი, არტურ მასი. 23 ნოემბერი, 2012 წ.
ფოტოზე: კატალონიის პრეზიდენტი, არტურ მასი. 23 ნოემბერი, 2012 წ.

რეგიონალურ პარლამენტში უმრავლესობას დამოუკიდებლობის მომხრე პარტიები იღებენ

ესპანეთის კატალონიის რეგიონში ჩატარებული პარლამენტის არჩევნების შედეგად მანდატების უმრავლესობას საკანონმდებლო ორგანოში ნაციონალისტური პარტიები მიიღებენ, რომლებიც ესპანეთისგან დამოუკიდებლობას უჭერენ მხარს.

კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ რეგიონული მოქმედი პრეზიდენტის ეროვნულმა ალიანსმა 135-ადგილიანი პარლამენტის უმრავლესობა ვერ მოიპოვა. მათ მხოლოდ 50 ადგილი ერგოთ. სეპარატისტულმა რესპუბლიკურმა მემარცხენე პარტიამ საპარლამენტო ადგილების რაოდენობა გაიორმაგა და 21 მანდატი დაისაკუთრა.

სოციალისტური პარტია, რომელიც დამოუკიდებლობას არ უჭერს მხარს, პარლამენტში 21 ადგილით იქნება წარმოდგენილი.
XS
SM
MD
LG