ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრობლემები კოსმოსურ ხომალდზე


„სპეის-ექსის“ მისია კოსმოსურ სადგურს ერთი დღის დაგვიანებით შეუერთდება

კერძო კომპანია „სპეის-ექსის“ ახალი კოსმოსური მისია ტექნიკური პრობლემების გამო შეყოვნდა. ინჟინრების განცხადებით, სატვირთო კაფსულა სახელწოდებით „დრაკონი“ ამჟამად გამართულად მუშაობს და ფრენას წარმატებით აგრძელებს. თუმცა, კოსმოსურ სადგურს ორბიტაზე ის შაბათის ნაცვლად, ერთი დღის დაგვიანებით შეუერთდება.

პარასკევს დილით, რაკეტით „ფალკონ-9“ კაფსულა „დრაკონი“ ფლორიდაში მდებარე კეიპ კანავერალის კოსმოდრომიდან გაუშვეს.
კომპანია „სპეის-ექსის“დამფუძნებელმა, ელონ მასკმა გაშვებიდან რამდენიმე წუთში განაცხადა, რომ ხომალდის ოთხი ძრავიდან სამი ნორმალურად არ ფუნქციონირებდა. ინჟინრებმა პრობლემის მოგვარება მაშინათვე შეძლეს და ამჟამად „დრაკონის“ ოთხივე ძრავი გამართულად მუშაობს.
XS
SM
MD
LG