გორი —
ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები რჩეულთ გამოავლენენ, ვინც მომავალი ხუთი წლის მანძილზე პარლამენტში იმუშავებს და კანონშემოქმედებითი საქმიანობით დაკავდება. წინასაარჩევნოდ პარტია „ერთიანი ოსეთის“ ლიდერმა სამხრეთ და ჩრდილო ოსეთის გაერთიანების თემა გაააქტიურა, მხოლოდ რუსეთის შემადგენლობის ფარგლებში. იდეა სიახლეს არც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის წარმოადგენს და არც რუსეთისთვის, თუმცა მას მომხრეებთან ერთად, მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავს. თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთში იციან, რომ რუსეთთან მიერთების პერსპექტივა მათი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობის პერსპექტივას უგულებელყოფს.
ამერიკის ხმა ოს ჟურნალისტს, მარია პლიონს ესაუბრა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ორი ოსეთის გაერთიანება ყველა ოსის ოცნებაა, მხოლოდ არა რუსეთის შემადგენლობაშიო. „სამხრეთ და ჩრდილო ოსეთის გაერთიანება ყველა ოსის ოცნებაა. ჩემთვისაც მათ შორის, მაგრამ ეს შორეული პერსპექტიცაა. ამასთან, გაერთიანება რუსეთის შემადგენლობაში, ეს არაა გამოსავალი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ დამოუკიდებლობაზე და შევდივართ სხვა, საკმარისად პრობლემატური ქვეყნის შემადგენლობაში,“- ამბობს მარია პლიონი.
რუსეთს სამხრეთ და ჩრდილო ოსეთის გაერთიანება და მიერთება თავად არ სურს. ამის შესახებ ჩვენთან საუბრისას ლია ჩლაჩიძემ, ერგნეთის მცხოვრებმა განაცხადა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ერგნეთს ხელმძღვანელობს და ბევრი ოსი მეგობარი ჰყავს. „ეს იდეა იანვრის დასაწყისში გაახმოვანმა პარტიამ „ერთიანი ოსეთი“, რომელსაც ხელმძღვანელობს ანატოლი ბიბილოვი. ეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მინისტრია. მისი სურვილი იყო ინიცირება გაეკეთებინა რეფერენდუმისთვის, სამხრეთ და ჩრდულო ოსეთის შეერთების შესახებ ერთიან რუსულ სახელმწიფოში. ჩათვალეთ, რომ ეს იყო პოლიტიკური სენსაცია ცხინვალში. მანამდეც კი არსებობდა ამგვარი მოსაზრება, გაერთიანების შესახებ, მაგრამ ჩათვალეს, რომ ეს იყო ძალიან, ძალიან შორეული ოცნება. ბიბილოვის ინიციატივა სენსაციად იმის გამო მიიჩნიეს, რომ მან გაახმოვანა მოსახლეობის ერთი ნაწილის მოსაზრება ორი ოსეთის შეერთების შესახებ, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. მაგრამ საქმე ისაა, რომ ცხინვალში და ზოგადად, ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის აზრი ორადაა გაყოფილი. თუ შენ ხარ დამოუკიდებელი და ისწრაფვი იმისკენ, რომ გცნოს საერთაშორისო თანამეგობრობამ, სხვადასხვა ქვეყნებმა და ამავდროულად, გინდა შეუერთდე რუსეთის ერთ-ერთ გუბერნიას, ჩრდილო ოსეთს, მაშინ როგორი დამოუკიდებელი რესპუბლიკაღა ხარ? მოსახლეობის ორი ნაწილის უთანხმოება სწორეთ ამ საკითხს ეხება,“- ამბობს ლია ჩლაჩიძე.
ქალაბტონი ლია ჩვენთან საუბრისას ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის თეიმურაზ მამსუროვის მოსაზრებასაც იხსენებს სამხრეთ და ჩრდილო ოსეთის გაერთიანების შესახებ. ქალბატონი ლია ამბობს: „ამას წინათ წავიკითხე ჩრდილო ოსეთის პირველი პირის, მამსუროვის განცხადება, სადაც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ არანაირი ორი ოსეთის გაერთიანება არ მოხდება. იგივე დაადასტურა რუსეთის კურატორმა, ვინმე სურკოვმა, რომელიც სამხრეთ ოსეთს კურატორობს, რომ არანაირი გაერთიანება რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის არ მოხდება. მან თქვა, რომ უკეთესია ფანტაზიის გაღვივება ამ მიმართულებით დაასრულოთ და მიხედოთ პრობლემებსო. მართალია, პარტია ერთიანმა ოსეთმა წამოაყენა ეს იდეა, მაგრამ ეს იდეად დარჩა. დიმიტრი მედოევმაც, რუსეთის ფედერაციაში ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ელჩმაც განაცხადა, რომ არანაირი გაერთიანება ჩრდილო და სამხრეთ ოსეთს შორის არ მოხდება.“
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რუსეთთან ოსეთის გაერთიანების შესახებ კითხვა რეფერენდუმზე არ დაისმება.