ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეამ კოსმოსში თანამგზავრი გაუშვა


სამხრეთ კორეამ მესამე ცდაზე შეძლო თანამგზავრის კოსმოსში გაყვანა

სამხრეთ კორეამ წარმატებით გაუშვა კოსმოსში ხელოვნური თანამგზავრი, ჩრდილოეთ კორეის მიერ მსგავსი გამოცდის ჩატარებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.

რაკეტამ ნაროს კოსმოსური ცენტრიდან აიღო სტარტი, რომელიც ქვეყნის სამხრეთში მდებარეობს.

სამხრეთ კორეამ მესამე ცდაზე შეძლო თანამგზავრის კოსმოსში გაყვანა. 2009 წელს სეულმა წარმატებით გაუშვა კოსმოსური რაკეტა, მაგრამ სატელიტის შენარჩუნება ვეღარ შეძლო ორბიტაზე.

კიდევ ერთი რაკეტა გაშვებიდან ორიოდე წუთში აფეთქდა. ჩრდილეოთ კორეის მიერ ანალოგიური რაკეტის წარმატებულმა გამოცდამ საერთაშორისო საზოგადოების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
XS
SM
MD
LG