ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის მუქარა


კრძალავს. ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ის მესამე სარაკეტო გამოცდას გეგმავს

ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეას კონტრიერიშით ემუქრება, თუკი სეული მონაწილეობას მიიღებს ფხენიანის წინააღმდეგ გაეროს მიერ დაწესებული სანქციების გამკაცრების ახალ რეზოლუციაში. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები დიალოგის გაგრძელებას გამორიცხავს და ის ფაქტიურად ქვეყნისთვის ომის გამოცხადების ტოლფასია.

გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეაში მიმდინარე სარაკეტო გამოცდები ანონიმური კენჭისყრით ოთხშაბათს დაგმო. დეკემბერში ჩატარებული სარაკეტო გაშვება გაეროს მიერ უკვე დაწესებული სანქციების დარღვევად შეფასდა, რომელიც სარაკეტო და ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას კრძალავს. ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ის მესამე სარაკეტო გამოცდას გეგმავს და რომ მომავალშიც არ აპირებს ექსპერიმენტული გაშვებების შეწყვეტას.
XS
SM
MD
LG