ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეელები ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული გამოცდების ობიექტის დახურვაზე დასაკვირვებლად ჩავიდნენ


დღეს, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, რვა სამხრეთ კორეელი ჟურნალისტი, ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული გამოცდების ობიექტის დახურვაზე დასაკვირვებლად ჩავიდა.

სამხრეთ კორეელთა ჯგუფი, ამერიკელ, ბრიტანელ, ჩინელ და რუს ჟურნალისტებთან ერთად, სამშაბათს, პეკინიდან ჩრდილოეთ კორეის ქალაქ ვონსონისკენ მიმავალი ავიარეისით უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ ფხენიანის უარის გამო, ჟურნალისტები ამ რეისზე ვერ მოხვდნენ.

მოშორებულ, მთიან რეგიონში განლაგებულ ბირთვულ პოლიგონზე მისასვლელად, ჯგუფს მატარებლით 12 საათიანი მგზავრობა, შემდეგ ავტობუსით რამდენიმე საათიანი მგზავრობა და ბოლოს ფეხით სიარული მოუწევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG