ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეო, ამერიკული დიპლომატიის მთავარი აქტორი თანამდებობაზე დამტკიცებამდე გახდა


პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა და კიმ ჩენ უნს შეხვდა. სახელმწიფო მდივნობის კანდიდატის ეს ვიზიტი ადასტურებს, რომ ტრამპი პოპეოს ენდობა. პომპეოს მისია სამიტის მომზადებაა, სადაც ამერიკის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები ერთმანეთს შეხვდებიან.

პრეზიდენტმა ტრამპმა ღიად განაცხადა, რომ სენატისგან სახელმწიფო მდივნის პოსტზე პოპეოს დამტკიცებას ელის.

„მჯერა, რომ მაიკ პომპეო ისტორიაში შევა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სახელმწიფო მდივანი“, უთხრა ჟურნალისტებს პრეზიდენტმა.

როგორც დემოკრატი, ასევე რესპუბლიკელი სენატორები ამბობენ, რომ ფხენიანში პომპეოს გასაიდუმლოებული ვიზიტის შესახებ არაფერი იცოდნენ.

„ამ ვიზიტით ჩანს რამდენად მნიშვნელოვანია პომპეოს ნომინაცია სახელმწიფო მდივნის პოსტზე. ცხადია, რომ პომპეო ჩართულია ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოლაპარაკებაში, ქვეყანა ელაპარაკება დიქტატორს, რომელიც ამერიკას ბირთვული იარაღით ემუქრება“, ამბობს რესპუბლიკელი სენატორი კორი გარდნერი.

“ვიცი, რომ დიდი მოლოდინები არ უნდა შევიქმნა, მაგრამ როცა ამ ვიზიტის შესახებ გავიგე იმედი მომეცა”, ასე აფასებს ფხენიანში ვიზიტს დემოკრატი სენატორი ტიმ კეინი.

კიდევ ერთი რესპუბლიკელი სენატორი ბობ კორკერი კი აცხადებს, რომ პროცესში პომპეოს მსგავსი პროფესიონალის ჩართვა სენატში ბევრს უნდა უხაროდეს.

ექსპერტების შეფასებით პომპეოს ეფექტურობას პრეზიდენტ ტრამპთან სიახლოვეც ზრდის.

„წინა სახელმწიფო მდივნისგან, რექს ტილერსონიგან განსხვავებით,პრეზიდენტი პომპეოს ენდობა. ვხედავთ, რომ ჩრდილოეთ კორეა ამერიკისთვის მნიშვნელოვანი საკითხია და ფხენიანიც სეიოზულად ეკიდება ამ პროცესს“, ამბობს მალკოლმ ჩალმერსი სამეფო სერვისების გაერთიანებული ინსტიტუტიდან.

შეერთებული შტატების სენატი, დიდი ალბათობით, პომპეოს დაამტკიცებს. უკვე იკვეთება, რომ ჩრდილოეთ კოარეასთან დიპლომატიის პორცესში მას მნიშვნელოვანი როლი იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG