ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხედრო გარიგება


სეული აშშ-გან „აპაჩებს“ ყიდულობს

სამხრეთ კორეა შეერთებული შტატებისგან 36 ერთეულ აპაჩის ტიპის შვეულმფრენს ყიდულობს. კონტრაქტი სამწლიანია და ის 2016 წელ დაიწყება. კონტრაქტორი კომპანიაა „ბოინგი“. სამხრეთ კორეის განცხადებით, აღნიშნული ვერტმფრენებით ქვეყნის მოძველებული ფლოტი განახლდება და ჩრდილოეთ კორეიდან მოსალოდნელი პროვოკაციის ფონზე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. გარიგების ღირებულება მილიარდნახევარი დოლარია.
XS
SM
MD
LG