ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი სეულს დრონებს თავაზობს


შეერთებული შტატები სამხრეთ კორეას ლოგისტიკურ დახმარებასაც გაუწევს

ობამას ადმინისტრაციამ სამხრეთ კორეას დრონები ოფიციალურად შესთავაზა. ვაშჲნგტონმა ამით სეული გაამხნევა, რათა მან ჩრდილოეთ კორეისგან თავის დაცვა შეძლოს.

თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ განაცხადა, რომ ადმინისტრაციამ კონგრესს ამ საკითხზე უკვე მიმართა.განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მზადაა, სამხრეთ კორეას ერთ ნახევარ მილიარდ დოლარად 4 დისტანციური მართვის თვითმფრინავი მიჰყიდოს და ლოგისტიკური და საწვრთნელი დახმარება გაუწიოს.

ვაშინგტონს დაგეგმილი აქვს სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებს სამოქმედო კონტროლი 2015 წლიდან გადასცეს. სეულიც თავისი მხრიდან მზადაა, ეს სისტემები საკუთარ შეიარაღებაში გამოიყენოს.


XS
SM
MD
LG