ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეული მოლაპარაკებას ითხოვს


სეული მოლაპარაკებას ითხოვს
სეული მოლაპარაკებას ითხოვს

ფხენიანს სეულთან დიალოგის სურვილი არ გამოუთქვამს.

სამხრეთ კორეის ხელისუფლება ჩრდილოეთ კორეასთან პირდაპირი მოლაპარაკების დაწყების ინციატივით გამოვიდა. ამის შესახებ სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიმ სუნგ ვანმა განაცხადა. მისი თქმით, სეული მზადაა ფხენიანთან მოლაპარაკება დაიწყოს.

„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მზად ვართ ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგისთვის, ასე რომ ამჯერად ბურთი მათ მოედანზეა “ - განაცხადა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის სათავეში აწ გარდაცვლილი ლიდერის კიმ ჩენ ირის ვაჟი კიმ ჩენ ინი მოვიდა, ჯერჯერობით ფხენიანს სეულთან დიალოგის სურვილი არ გამოუთქვამს.

XS
SM
MD
LG