ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა კვლავ გლოვობს


ჩრდილოეთ კორეა კვლავ გლოვობს
ჩრდილოეთ კორეა კვლავ გლოვობს

სეული მზად ყოფნაშია ფხენიანთან ურთიერთობის შესარბილებლად, გარკვეულ დათმობებზე წავიდეს.

ჩრდილოეთ კორეამ კიმ ჩენ ინის ახალი მმართველობის დაწყების ხანა ოფიციალურად გამოაცხადა. ჩრდილოეთ კორეაში გამომავალი გაზეთის ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ახალ მმართველს მეტი დამოუკიდებელი მუშაობა და გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.

ათიათასობით ჩრდილოეთ კორეის მაცხოვრებელი, კიმ ჩენ ირს, რომელიც ქვყანას 17 წლის განმავლობაში მართავდა, დღემდე გლოვობს.

სეულში, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი-მუნბეკმა ჩრდილოეთ კორეას სტაბილურობისაკენ მოუწოდა.

მან თავის კოლეგებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ კორეის სტაბილურობა, მეზობელი ქყევყნების ინტერსში უნდა შედიოდეს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სეული მზად ყოფნაშია ფხენიანთან ურთიერთობის შესარბილებლად, გარკვეულ დათმობებზე წავიდეს.

შეერთებულმა შტატებმაც, ოპტიმისტური განწყობით ჩრდილოეთ კორესი ახალ ლიდერთან შესაძლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

XS
SM
MD
LG