ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა გარდამავალ პერიოდშია


ჩრდილოეთ კორეა გარდამავალ პერიოდშია

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო საშუელებით არ წყდება ქვეყნის გარდაცვლილი ლიდერის კიმ ჩენ ირის მემკვიდრის და ახლა უკვე უმაღლესი მთავრასარდლის კიმ ჩენ ინის ქება-დიდება.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა კიმ ჩენ ინს უმაღლესი მთავარსარდლის ტიტულით მოიხსენიებენ, შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ახალი ლიდერი 30 წლისაც არ არის და სამხედრო გამოცდილება თითქმის არ გააჩნია.

როგორც მასმედია იუწყება, გარადამავალი პერიოდი დაბრკოლების გარეშე მიმდინარეობს.

შაბათს სამხრეთ კორეის აქტივისტებმა ჩრდილოეთ კორეაში აეროსტატით რეჟიმის საწინააღმდეგო პროკლამაციები გაავრცელეს და ზამთრის წინდები ჩაუყარეს. შავ ბაზარზე ზამთრის წინდების გადაცვლა საკვებზეა შესაძელბელი.

წარსულში, ფხენიანი არაერთხელ დაიმუქრა, რომ ორი ქვეყნის საზღვარზე საარტილერიო დარტყმას მიიტანდა კონტრაბანდის აღმოსაფხვრელად.

XS
SM
MD
LG