ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ აფრიკა არქიეპისკოპოს დესმონდ ტუტუს გლოვობს


სამხრეთ აფრიკაში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული. სახელოვანი არქიეპისკოპოსი დესმონდ ტუტუ კვირას, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ყოველდღე, შუადღეს, კეიპტაუნის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრის ზარები 10 წუთის განმავლობაში რეკენ. მგლოველებისთვის ტაძარში სამძიმრის წიგნია.

არქიეპისკოპოსის დაკრძალვამდე, ქალაქის მუნიციპალიტეტის შენობა და მაგიდა მთა, ყოველ ღამე მეწამულ ფერად ნათდება.

ნობელის პრემიის ლაურეატ ტუტუს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც აპარტეიდის მოწინააღმდეგე აქტივისტს და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლს.

მან მთელი ცხოვრება სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლას და უსამართლობის, კორუფციის და ჩაგვრის წინააღმდეგ აქტიურ საქმიანობას მიუძღვნა.

ტუტუს ნობელის მშვიდობის პრემია 1984 წელს, სამხრეთ აფრიკის რასისტული აპარტეიდის წინააღმდეგ აქტივიზმისთვის მიენიჭა.

როდესაც ნელსონ მანდელა ციხიდან გამოუშვეს, თავისუფლების პირველი დღე, მან არქიეპისკოპოსის სახლში გაატარა. 1994 წელს კი არქიეპისკოპოსმა მანდელა საზოგადოებას წარუდგინა, როგორც პირველი შავკანიანი პრეზიდენტი.

დესმონდ ტუტუს შაბათს დაკრძალავენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG