ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა იოჰანესბურგში სიტყვით გამოვიდა


დღეს, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში, აპარტეიდის მოწინააღმდეგე ცნობილი ლიდერის, ნელსონ მანდელას დაბადებიდან 100 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. ნელსონ მანდელა 2013 წელს გარდაიცვალა.

„იმ უცნაური და გაურკვეველი დროის გათვალისწინებით, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, და ეს დრო ნამდვილად უცნაური და გაურკვეველია, -თითოეულ დღეს უფრო მეტად თავბრუდამხვევი და შემაშფოთებელი ახალი ამბები მოაქვს, ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა უკან დამეხია და სხვა პერსპექტივა მიმეღო“, - თქვა მან სიტყვის დასაწყისში.

ობამა მანდელას 2005 წელს შეხვდა. მანდელა, რომელსაც ციხეში 27 წელი გაატარა, 1994 წელს ქვეყნის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG