ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონი: 20-მდე ქვეყანა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებისთვის მზად არის  


ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ამბობს, რომ 20-მდე ქვეყანა მზად არის უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება მიაწოდოს. განცხადება ოსტინმა ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ონლაინ შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც რუსეთ-უკრაინის ომი და უკრაინისთვის დამატებითი უსაფრთხოების პაკეტის დეტალები იყო განხილული.

„ყველას ესმის რა არის სასწორზე,“- თქვა ამერიკის თავდაცვის მდივანმა.

არსებული ინფორმაციით უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას მიაწვდის, იტალია, დანია, საბერძნეთი, ნორვეგია და პოლონეთი.

პენტაგონის ინფორმაციით, დანია უკრაინას მიაწვდის სპეციალურ ტექნიკას, რომლითაც უკრაინა შეძლებს სანაპირო ზოლი დაიცვას და ზღვიდან იერიშები მოიგერიოს.

გენერალმა მარკ მილიმ კი თქვა, რომ ვაშინგტონს პოზიცია არ შეუცვლია და უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გაგზავნას არ გეგმავს.

ამერიკა უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების გაგზავნას აგრძელებს. „ლენდ ლიზის“ ფარგლებში პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებით 40 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების დახმარება მოითხოვა.

ამერიკული დახმარების პაკეტი უკრაინისთვის მნიშვნელოვან საბრძოლო მასალასა და ტექნიკას მოიცავს. უკრაინელი სამხედროები უკვე იყენებენ ამერიკულ ჰაუბიცებს რომელიც ვაშინგტონმა კიევს რამდენიმე კვირის წინ გაუგზავნა.

დემოკრატიის არსენალი - "ლენდ-ლიზი"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:26:54 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG