ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალიში 3000 ჯარისკაცი მოკლეს


ყველაზე მძიმე დანაკლისი ბურუნდის და უგანდის სამხედროებმა განიცადეს

გაეროს მონაცემებით, აფრიკის კავშირმა სომალიში ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლაში 3000 ჯარისკაცი დაკარგა.
როგორც გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჟან ელიასონმა აღნიშნა, ყველაზე მძიმე დანაკლისი ბურუნდის და უგანდის სამხედროებმა განიცადეს.

უკანსკნელი ორი წლის მანძილზე აფრიკის კავშირის ჯარებმა, სომალის და ეთიოპიის არმიასთან ერთად, ალ-შაბაბის მეომრები განდევნეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქებიდან, თუმცა ისლამისტები აგრძელებენ პარტიზანულ ბრძოლას.
XS
SM
MD
LG